ბიზნეს-ინტელექტუალური თამაში “ ინტელექტ რინგი 2015 ” 17 მაი. 2015
მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბი (FESC) კიდევ ერთ საინტერესო პროექტს ატარებს სახელწოდებით “ ინტელექტ რინგი 2015 ”. პროექტის ფარგლებში მოცემული იქნება სხვადასხვა სახის დავალებები, რომლებიც ეხება ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროს. ინტელექტ-რინგი აერთიანებს კლუბის პოპულარულ პროექტებს (Intelectual Economist, I’M, Business Room). აღნიშნული პროექტი უკვე მესამედ, სპეციალური კლუბის დაბადების დღეს ტარდება. საბოლოოდ გამოვლინდება ყველაზე ძლიერი 3 გუნდი, რომელიც აღნიშნულ დავალებებს საუკეთესოდ გაართმევს თავს. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპონსორების მიერ დაწესებული სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებით.
სამუშაოები, რომლებიც მიეცემათ პროექტის მონაწილეებს, მიმართული იქნება მათი აზროვნების განვითარებისკენ, უკვე დაგროვილი ცოდნის გამოვლენისა და წახალისებისკენ. პროექტში მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებული 20 გუნდი. პროექტი ჩატარდება 22 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის B202 აუდიტორიაში (ჭავჭავაძის გამზირი #32). დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კლუბის ფეისბუქის გვერდს.
პოპულარულები