6 უფასო კურსი ინტერნეტ მარკეტინგში 27 მაი. 2015

ინტერნეტ მარკეტინგი იმდენად დინამიური სფეროა, უნივერსიტეტის ლექციებიდან ცოტას თუ ვისწავლით. ტრეინინგებიდანაც არც თუ ისე დიდ შედეგებს უნდა ველოდეთ. ობიექტური მიზეზების გამო, საქართველოში მაინცდამაინც ბევრი ინტერნეტ მარკეტინგის გურუ არ გვყავს. შეგვიძლია, ვიყიდოთ წიგნები, არსებობს ბევრი კარგი სახელმძღვანელო ამ სფეროს პრაკტიკოსების თუ თეორეტიკოსების მიერ შექმნილი. თუმცა, აქაცაა პრობლემა, ცვლილებები ყოველდღიურია, წიგნები ძვირი, ყოველ წელს წიგნის ახალი გამოცემის ყიდვა ძნელია. არის კიდევ ერთი გზა, უფასო ონლაინ კურსები! ასეთი კურსი ბევრია, ისინი ინტერნეტ მარკეტინგის გარკვეულ ასპექტებზე ახდენენ ფოკუსირებას, როგორებიცაა: კონტენტ მარკეტინგი, inbound მარკეტინგი, SEO, სოციალური მედია, ვებ ანალიტიქსი, იმეილ მარკეტინგი. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე საუკეთესოს.

1. Google Analytics Academy - Google Analytics ვებ-საიტის სამართავად ერთ-ერთი აუცილებელი იარაღია. ვიზიტორების რაოდენობა, მათი მახასიათებლები, ქცევა, ინტერესები, საშუალება აკონტროლოთ კამპანიები, აწარმოოთ მიმდინარე მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოთ ცვლილებები - ეს და ბევრი სხვა საშუალებას გაძლევთ ფაქტიურად სრულად აკონტროლოთ თქვენი საიტის აუდიტორიის შესახებ მონაცემები და გააკეთოთ შესაბამისი სტრატეგიული თუ ტაქტიკური სვლები. ანალიტიქსის აკადემიაში შეგიძიათ უფასოდ შეისწავლოთ ფუნდამენტალური კურსები. ასევე, პერიოდულად იხსნება სპეციალური კურსები, რომლის გავლის შემდეგაც თუ წარმატებით ჩააბარებთ ტესტირებას ოფიციალური სერთიფიცირებული ანალიტიკსის სპეციალისტი იქნებით.

2. DS106 (Digital Storytelling and Social Media) - Mary Washington -ის უნივერსიტეტის პროფესორის Jim Groom-ის მიერ შექმნილი ეს კურსი მიზნად ისახავს, შეგასწავლოთ, როგორ მოუყვეთ აუდიტორიას ამბები ციფრული კონტენტის საშუალებით. აუდიო, ვიდეო, ფოტო კონტენტის საფუძვლები, ბლოგინგი, კომენტარების მართვის ხელოვნება და მრავალი სხვა, მოკლედ, ყველაფერი რაც ინტერნეტ მარკეტინგში დაგჭირდებათ. კურსი უფრო ტექნიკური კუთხით, მაგალითებითაა გადმოცემული. ასე რომ, თუ ამ კურსს ჩაუყვებით, ბევრ სიახლეს აღმოაჩენთ და შთაგონების წყაროც გახდება.

3. Hubspot -ესაა inbound მარკეტინგის პიონერი და ვისგან შეიძლება ისწავლოთ უკეთ inbound მარკეტინგის შესახებ თუ არა მათგან. რა არის inbound მარკეტინგი? ესაა ინტერნეტ მარკეტინგის ახალი მიდგომა, რაც გულისხმობს აუდიტორიის ჩაბმას კომპანიის ონლაინ კომუნიკაციებში მაღალი ხარისხის და აუდიტორიაზე მორგებული კონტენტის შექმნით და მის საშუალებით რეალური შედეგების მიღებას. აქ კონტენტ მარკეტინგი არამხოლოდ დამხმარე ფუნქციაა, არამედ ძირითადი საშუალება ბიზნესის მიზნების შესრულების. Hubspot აკადემიაში შეგიძლიათ გაიაროთ უფასო სერტიფიცირება, მიიღოთ წვდომა ისეთ საჭირო იარაღებზე როგორებიცაა ექსელის სპეციალური თემფლეითები, ვიდეოები, რიფორთები, თეორიული მასალები. ასევე შეგიძლიათ აქტიურად მიჰყვეთ ჰაბსფოთის ბლოგს, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მარკეტინგში.

4. Salford-ის უნივერსიტეტის უფასო კურსები SEO-ში და სოციალური მედიის მართვაში - აღნიშნული კურსები უფრო თეორიულია და უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამის სტილშია აგებული. თუმცა, საკმაოდ ინფორმაციულია და თეორიაც საჭიროა.

5. Alison-ის კურსები სოციალური მედიის მართვაში - 20 საათიანი კურსი ეხება სხვადასხვა სოციუალური მედიის პლათფორმის მართვას, ასევე იმეილ მარკეტინგს და ვებ-საიტების მართვის ბაზისებს. ძალიან საინტერესო კურსია და გამოსადეგიც.

6. CloudBluePrint-ის იმეილ მარკეტინგის კურსი - 12 ვიდეო იმეილ მარკეტინგის შესახებ. საკმაოდ კარგი იდეები და რჩევებია. იმეილ მარკეტინგში ნამდვილად გამოგადგებათ.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები