Google Inbox - მეილების ახალი აპლიკაცია 29 მაი. 2015

გუშინ, 28 მაისს Google-მა I/O 2015 დეველოპერების კონფერენციაზე ბევრი სიახლის შესახებ გააკეთა განცხადება, რომელთაგან რამდენიმე აუცილებლად დაგაინტერესებთ. ამ სტატიაში მოგიყვბით გუგლის ელ.ფოსტის ახალ აპლიკაციაზე Google Inbox, რომელიც აქამდე მხოლოდ მოსაწვევის საშუალებით შეგეძლოთ გადმოგეწერათ, დღეიდან კი მისი დაინსტალირება ყველას შეუძლია და რამდენიმე ახალი ფუნქციაც აქვს. ეს აპლიკაცია განსაკუთრებით საქმიან ადამიანებს გამოგადგებათ, ვისაც ანდროიდის სმარტფონები ან ტაბლეტები გაქვთ. Inbox ესაა მეილების მართვის აპლიკაცია, რამდენიმე გამორჩეული ფუნქციით:

 

  1. აპლიკაცია ავტომატურად უყრის თავს ყველა მეილს, რომელიც ეხება მოგზაურობას. თქვენი სასტუმროს ჯავშნები, ფრენის ჩექინები, ავიაკომპანიის მეილები ავტომატურად იყრის თავს თემატურად. არ მოგიწევთ ინბოქსში ძიება ჩექინის, როდესაც აეროპორტში გარბიხართ, ან როცა დაღლილი სასტუმროს მიადგებით და მეილებში უნდა იპოვოთ თქვენი ჯავშნის ნომერი. Gmail-ში და სხვა მეილის კლიენტებში შეგიძლიათ შექმნათ ფოლდერები და გაუკეთოთ ორგანიზაცია შემოსულ მეილებს, მაგრამ ეს დროს მოითხოვს და არაორგანიზებული ადამიანებისთვის საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. ასე გამოიყურება ავტორის მოგზაურობის ინფორმაციები.
 

Screenshot_2015-05-29-13-26-08

2. შემხსენებლის ფუნქცია - შეგიძლიათ დააყენოთ შემოსულ მეილებზე შემხსენებლის ფუნქცია და Inbox შეგახსენებთ, რომ პასუხი გაქვთ მისაწერი. ავტომატური შემხსენებლები, მაგალითად დილის და საღამოს შემხსენებლები, დილით სამუშაოს მეილები, საღამოს პირადი, ან ადგილის მიხედვით, როდესაც გარკვეულ ადგილზე აღმოჩნდებით, ინბოქსი შეგახსენებთ, რომ წერილზე პასუხი გაქვთ გასაცემი.

3. მეილების აპინვის ფუნქცია - ერთი კლიკით შეგიძლიათ მნიშვნელოვანი მეილები აპინოთ დაფაზე და მარტივად ადევნოთ თვალი მიმოწერას.

4. თემატურად დახარისხებული მეილები - თქვენს მიერ გაკეთებულ შესყიდვებთან დაკავშირებული მეილები, ბიზნესს შინაარსის წერილები, სოციალური და პრომო შემოთავაზებები. ასევე შეგიძლიათ შექმნათ თქვენთვის საინტერესო ჯგუფი, რომლებშიც შესაბამისი წერილები ავტომატურად მოხვდება.

Screenshot_2015-05-29-13-27-30

 

5. გაგზავნის გაუქმების ფუნქცია - თუ დააყენებთ პარამეტრებიდან, წერილები პირდაპირ არ გაიგზავნება, როგორც კი გაგზავნას დააკლიკავთ. ალბათ გქონიათ შემთხვევა, გაგიგზავნიათ წერილი და შემდეგ გინანიათ, აღმოგიჩენიათ მექანიკური შეცდომა, დაგვიწყნიათ ათაჩმენთის მიმაგრება. ეს ყველას გვემართება და ვნანობთ ხოლმე, ნეტავ გადამეხედა კარგადო. ეს ახალი ფუნქცია კი საშუალებას მოგცემთ გააუქმოთ გაგზავნა გარკვეული დროის განმავლობაში და შეიტანოთ წერილში შესაბამისი ცვლილებები.

6. სვაიპის ფუნქცია მეილების მართვას ძალიან ამარტივებს. მარცხნივ გადააგდებთ მეილს, შემხსენებელს აყენებს ავტომატურად. მარჯვნივ გადააგდებთ წაკითხულად ჩათვლის და Done სექციაში გადაიტანს. შესაბამისად, შემოსული მეილების სიაში ისინი აღარ გამოჩნდება, რაც ინბოქსს უფრო ორგანიზებულს ხდის. მოკლედ, თუ ანდროიდის მომხმარებელი ხართ შეგიძლიათ სცადოთ.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები