3D ყუთით შეფუთული შენობა 10 ივნ. 2015

როგორც წესი, სამშენებლო სამუშაოების დროს ობიექტი დაფარულია გაუმჭვირვალე ბადითა და სხვადასხვა გამაფრთხილებელი ნიშნებით, რის გამოც ადამიანებს არ შეუძლიათ, დაინახონ რა ხდება  მის მიღმა. შესაბამისად, მნახველები ვერ აღიქვამენ, რისი მსგავსი შეიძლება იყო შენობის საბოლოო სახე. ამავე დროს მსგავსი ბადეები ქალაქის იერსახესაც ამახინჯებს. შვედეთის ერთ-ერთმა მუნიციპალიტეტმა საცხოვრებელი სახლების გარემონტებისას გადაწყვიტა ეს ტენდენცია შეეცვალა. შვედებს სასიამოვნოდ გაუკვირდათ, როცა 3D ყუთით შეფუთული შენობა იხილეს. ადგილობრივმა სახელმწიფო ორგანოებმა  კრეატიულ სააგენტო JMW kommunikation-თან ერთად შეიმუშავეს კონცეფცია, რომ რემონტის პროცესში შენობები შეეფუთათ  ნახევრად გახსნილი ყუთებით, რომელიც ნაწილობრივ აჩვენებს, როგორი იქნება შენობის საბოლოო სახე. ეს მშვენიერი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება შევცვალოთ ყოველდღიური მოსაწყენი საგნები უფრო  საინტერესოსკენ.

unboxing-construction1  

მოწონება/გაზიარება

კომენტარები