ბილბორდი, რომელიც ამთქნარებს 12 ივნ. 2015

ალბათ არის დღეები, როცა დილით ადგომა გეზარებათ და დიდი სიამოვნებით გააგრძელებდით საწოლში ნებივრობას. თუმცა საწოლში დარჩენა სამსახურის დაკარგვის საშიშროებას ქმნის. ასე რომ, ენერგიაზე მოსასვლელად ერთი ფინჯანი ყავა გვშველის. დილით ყავის საჭიროებისა და ქცევითი ფსიქოლოგიის გათვალისწინებით Café Pelé-მ შექმნა "გადამდები ბილბორდი". როგორ შეიძლებოდა ყავის რეკლამის განთავსება ისე, რომ ყველას ყურადღება მიეპყრო? ადგილობრივმა კრეატიულმა სააგენტომ შექმნა პასუხი - ბილბორდი, რომელიც ამთქნარებს. ნიუ იორკის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ადამიანების 70% ამთქნარებს, როცა ხედავს სხვისგან იგივე ქმედებას. ეს წმინდა წყლის ფსიქოლოგიური ფაქტორია. პელეს ინტერაქტიული ბილბორდი განთავსდა მეტროში, სადაც გამოსახული იყო მამაკაცი, რომელიც ამთქნარებს, როცა ადამიანი უახლოვდება. ინსტიქტურად გარშემო მასობრივად ვრცელდება მთქნარების ეპიდემია და ამ დროს გამოდის ყავა პელეს რეკლამა მესიჯით "თქვენც დაამთქნარეთ? ყავის დროა". ეს კამპანია ნამდვილად არის გენიალური ინტერაქტიული მარკეტინგის ნიმუში, დანარჩენს კი ვიდეოში იხილავთ:

მოწონება/გაზიარება

კომენტარები