Facebook-ზე რეკლამის ახალი შესაძლებლობები 10 ივლ. 2015

 Facebook სიახლეებს გვთავაზობს, რაც მარკეტერებს უფრო მეტი კრეატიულობის და დაგეგმვა/მონიტორინგის მეტ შესაძლებლობას აძლევს.  როგორც იცით, აქამდე Facebook-ზე რეკლამისთვის კომპანიები ფულს იხდიდნენ პოსტის ინგეიჯმენთის ან გვერდის ლაიქების მიხედვით, რაც CPC სისტემას წარმოადგენს. ანუ ვიხდით კლიკების მიხედვით (Cost Per Click). თუმცა CPC მხოლოდ ქსელის შიგნით ითვლებოდა და კამპანიის მიზნის დასახვისას უხერხულობას ქმნიდა. მარკეტერის მთავარი მიზანი არ არის პოსტზე ლაიქების დაგროვება, მისთვის მთავარია გაყიდოს შეთავაზება. მაგალითად, Google-ის CPC კამპანიების შემთხვევაში ფულს ვიხდით ჩვენს საიტზე სასურველ გვერდზე შემომსვლელთა რაოდენობის მიხედვით. ამ შემთხვევაში უფრო ადვილია მიზნის დასახვა, თუ ვიცით დაახლოებით შემოსვლელთა რამდენი პროცენტი ყიდულობს ჩვენს შემოთავაზებას. ან თუ არ ვიცით, კამპანიის პირველ სატესტო ეტაპზე დავადგენთ და ოპტიმიზაციასაც გავუკეთებთ კამპანიის დეტალებს.  სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი იყო Facebook-ზე ბოლო დრომდე. თუმცა, ახლა უკვე ეს პრობლემაც მოგვარებულია, რაც მარკეტერებს ბევრ შესაძლებლობას უხსნის. Facebook გვთავაზობს, გადავიხადოთ რეკლამის საფასური საიტზე შემოსული ვიზიტორების რაოდენობის ან განხორციელებული ქმედების მიხედვით. ქმედება შეიძლება იყოს პროდუქტის შეძენა, აპლიკაციის დაინსტალირება, აპლიკაციის გამოყენება, ივენთზე დასწრება, შეთავაზების მოთხოვნა და ვიდეოს ნახვა. Facebook რეკლამა ასეთი მრავალფეროვნება ბევრ შესაძლებლობებს იძლევა, განსაკუთრებით კრეატივის და დაგეგმვის კუთხით. მაგალითად, პირდაპირ შეგვიძლია მივაბათ Facebook კონტენტ მარკეტინგი გაყიდვებს და დავსახოთ გაყიდვების მიზნები. ასევე, შევქნათ და A/B ტესტის საშუალებით სრულვყოთ გაყიდვებზე გამიზნული Facebook რეკლამები. ეს და სხვა მრავალი სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა, ახლა მთავარია კრეატივი და სწორი დაგეგმვა/მონიტორინგი.  

მოწონება/გაზიარება

კომენტარები