Ikea-მ სამზარეულო მაიმუნებით აავსო 10 ივლ. 2015

"აღმოაჩინე მხიარულება სამზარეულოში" ასე ქვია Ikea-ს ახალ რეკლამას კამპანიიდან Wonderful Every Day. როგორც კომპანიის სხვა რეკლამებიც, ეს ნამუშევარიც ნამდვილად გამორჩეულია. სამზარეულოში ყოველთვის ფუსფუსია, განსაკუთრებით დილაობით, როცა მთელი ოჯახი იკრიბება და ყველას სადღაც ეჩქარება. სწორედ ამ იდეის გადმოცემა გადაწყვიტეს Ikea-ს მარკეტერებმა სარეკლამო სააგნტო Mother London-ის დახმარებით. კოსტა რიკას ჯუნგლებში, იაგუარების რეზერვაციის ცენტრში Ikea-მ თავისი სამზარეულო გამართა და დაელოდა სტუმრებს. სტუმრების შორის იყო ბევრი მაიმუნი, სპილო, გველები და მოკლედ, დიდი მხიარულება დატრიალდა.

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები