ბეჭდვის საწინააღმდეგო კამპანია Deforested Desktop 15 ივლ. 2015

ყოველდღიურად ათასობით ხე იჩეხება თაბახის საწარმოებლად, რომლებზეც მოთხოვნა მუდმივად იზრდება. ტყის გაჩეხვის მთავარი გამომწვევი კი დიდი კომპანიებია, რადგანაც ისინი უამრავ ქაღალდს მოიხმარენ. სწორედ ამ პრობლემასთან საბრძოლველად, ბრაზილიურმა ორგანიზაციამ Green Nation შექმნა ბეჭდვის საწინააღმდეგო კამპანია Deforested Desktop.

Deforested Desktop არის სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ინსტალირების შემდგომ პირდაპირ რეჟიმში კომპიუტერის მონიტორზე აჩვენებს ყოველი შემდგომი თაბახის ამობეჭდვა რა ზიანს აყენებს ტყეს. ასე რომ, პირადად შეგიძლია ნახო 10,20, 50 თუ მეტი ქაღალდის დაბეჭდვა რა ზიანს აყენებს გარემოს. ეს აპლიკაცია უკვე დააყენა ბრაზილიის 50-მა ყველაზე დიდმა ორგანიზაციამ და ამ მაჩვენებლის გაზრდა წლის ბოლოსთვის 1000 კომპანიამდე არის მოსალოდნელი. კამპანიის მთავარი მიზანია, ოფისში დასაქმებულებს შეახსენოს პრობლემა და წაახალისოს ისინი, რათა ელექტრონული დოკუმენტბრუნვა გამოიყენონ.

კამპანია შეასრულა სარეკლამო სააგენტო Grey Brasil-მა. პროგრამის გადმოწერა ამ ბმულიდან არის შესაძლებელი.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები