Apple-მა ერთ დღეში $33 მილიარდი დაკარგა 22 ივლ. 2015

Apple inc.-ის აქციების ფასი გუშინ 5,2%-ით დაეცა, რაც თითო აქციაზე $6,8 კლებას ნიშნავს. ჯამში კი კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $33 მილიარდით შემცირდა.

გუშინდელი დღე არამხოლოდ Apple-ისთვის აღმოჩნდა უიღბლო. მთლიანად Dow Jones-ის ინდექსი 86 პუნქტით დაეცა. აქედან 45 პუნქტი Apple-ის დამსახურებაა, ხოლო 16 პუნქტი Caterpillar-ის. ამ უკანასკნელმა ერთ აქციაზე $2,37 ანუ ფასის 2,9% დაკარგა. ეს დღე ასევე მძიმე აღმოჩნდა Microsoft-ისთვისაც. აქციის ფასი 3,3%-ით დაეცა, რაც ერთ აქციაზე $1,55 დანაკლისის ტოლია.

Apple-ის აქციების ფასის დაცემას უკავშირებენ Apple watch-ის გაყიდვების მოსალოდნელზე დაბალ მაჩვენებელს. მხოლოდ 1,9 მილიონი საათი გაიყიდა, რაც დაგეგმილ 3-5 მილიონზე ბევრად ნაკლებია. ეს ნიშნავს, რომ Apple-ს ისევ iPhone-ის გაყიდვებით მოუწევს შემოსავლის თარგეტის მიღწევა, რაც უფრო და უფრო რთული ხდება. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ბევრი iPhone-ის მომხმარებელი მოახდენს iPhone 6s-ზე განახლებას.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები