OnePlus 2 ახალი სმარტფონი მალე გაყიდვაში 28 ივლ. 2015

untitled

  OnePlus-მა ახალი Flagship Killer სმარტფონის OnePlus 2-ის პრეზენტაცია გააკეთა. ახალმა მოდელმა მოლოდინები ნამდვილად გაამართლა და დაანახა ყველას, რომ OnePlus-ს სმარტფონების კეთება შესანიშნავად შეუძლია და მისი პირველი მოდელი უბრალოდ გამართლება არ იყო.

OnePlus-მა სმარტფონების ბაზარზე თავი ორიგინალური მარკეტინგით დაიმკვიდრა. კომპანია, რომელსაც მხოლოდ ერთი მოდელი ჰქონდა ნაწარმოები სმარტფონების ბაზრის გიგანტებს კონკურენციას პირდაპირ ვერ გაუწევდა და გადაწყვიტა მეინსტრიმი ბრენდებისგან განსხვავებით, საკუთარი პროდუქტი ექსკლუზიური გაეხადა და მხოლოდ მოსაწვევებით გაეყიდა. OnePlus One-ს ისინი Flagship Killer-ს უწოდებდნენ, რადგან ის კონკურენტი ბრენდების Flagship, მთავარ მოდელებს დიდ კონკურენციას უწევდა დიზაინისა თუ მახასიათებლების მხრივ. ამიტომაც OnePlus-ის ხელში ჩაგდება ბევრი ადამიანისთვის სტატუსისა და ეგოს დაკმაყოფილების საშუალება გახდა, ეჩვენებინათ სხვებისთვის რომ მხოლოდ მათ ჰქონდათ ეს შესანიშნავი ტელეფონი.

გუშინ კი OnePlus 2-ც წარუდგინეს ბაზარს, რომელიც ისევ ინარჩუნებს Flagship Killer-ის სტატუსს რამდენიმე მიზეზის გამო.

დიზაინი: დახვეწილი დიზაინი ნამდვილად გამორჩეულია. ბიზნეს ტიპის დიზაინი, ალუმინის და უჟანგავი ფოლადის შავი ქეისი. მომხმარებელს ასევე შეუძლია იყიდოს გამოსაცვლელი ქავერები კევლარის ან ნამდვილი ხის მასალისგან დამზადებული.

OnePlus 2

 

მახასიათებლები:

  • 64 ბიტიანი Qualcomm Snapdragon 810
  • 5,5 ინჩიანი IPS LCD ეკრანი
  • USB Type C პორტი (პირველი სმარტფონი ამგვარი პორტით)
  • 3300mAh ლითიუმის პოლიმერის ელემენტი
  • 64 გიგაბაიტი და eMMC 5.0 ფლეშ მეხსიერება
  • 4 გიგაბაიტი RAM
  • ორი სიმ კარტის სლოტი
 

OnePlus 2

კამერა : 13 მეგაფიქსელიანი 6 ლინზის მქონე კამერა, ლაზერული ფოკუსით და ორი ფლეშით. კამერას აქვს OmniVision-ის ბოლო თაობის სენსორი. წინა კამერა კი 5 მეგაფიქსელიანი, ფართო კუთხის კამერაა, რომელიც სელფებზეა გათვლილი.

ოპერაციული სისტემა: Android 5.1, რომელიც მოდიფიცირებულია სპეციალურად OnePlus-ისთვის Oxygen-ის ოპერაციულ სისტემად.

ახალი სმარტფონის ყიდვა 11 აგვისტოდან იქნება შესაძლბელი, თუმცა ისევ მოსაწვევია საჭირო. მოსაწვევი შეიძლება მიიღოთ OnePlus 2-ს მფლობელისგან ან ბრენდის საიტზე და სოციალურ მედიაში. სმარტფონის 64 გიგაბაიტიანი ვერსია $389 ღირს, ხოლო 16 გიგაბაიტიანი ვერსია 3 გიგაბაიტი RAM-ით $329.

 

 

მოწონება/გაზიარება

ტეგები

Oneplus,სმარტფონი,

კომენტარები