Windows 10-ზე განახლების ინსტრუქცია 30 ივლ. 2015

როგორც იქნა ოფიციალურად გამოვიდა Windows 10, თუმცა მასზე განახლებას ყველა ერთდროულად ვერ მოახდენს. Microsoft მომხმარებლებს ერთგვარ რიგში აყენებს და როდის მოგიწევთ კაცმა არ იცის. თან თუ აფდეითები გათიშული გაქვთ ოპერაციული სისტემის პირატული ვერსიის გამო, განახლებას ავტომატურად ვერც მიიღებთ. იმისათვის რომ დროულად დაიწყოთ სარგებლობა Windows 10-ით არსებობს რამდენიმე გზა. ჩვენ ერთ-ერთ უმარტივესს შემოგთავაზებთ. ბმულიდან გადმოწერეთ განახლების აპლიკაცია 32 ბიტიანი ან 64 ბიტიანი სისტემისათვის. იმის სანახავად თუ რამდენ ბიტიანი სისტემა გიყენიათ, შედით My Computer-ში და მაუსის მარჯვენა ღილაკით ნახეთ properties. 64 უნდა ნახოთ ზემოთ სურათის მსგავსი ფანჯარა, მნიშვნელობა არ აქვს იყენებთ Windows 7, 8-ს თუ XP-ს. მას შემდეგ რაც დაადგენთ თქვენი ოპერაციული სისტემის ტიპს, გადმოწერეთ ზემოთ მოცემული ბმულებიდან ერთ-ერთი და დააინსტალირეთ. დაინახავთ ფანჯარას სადაც უნდა მონიშნოთ Upgrade this PC now. აქვე რეკომენდირებულია თქვენი C დისკიდან ფაილები სხვა დისკზე გადაიტანოთ, რათა დისკის დაფორმატება შეძლოთ, რაც ახალ Windows 10-ს უკეთესად მუშაობის საშუალებას მისცემს.

windows_10_now_1

ამის შემდეგ მოგიწევთ ლოდინი სანამ ახალი Windows ჩამოიტვირთება და საინსტალაციოდ გამზადდება. შემდეგ მოგიწევთ აირჩიოთ დაიტოვებთ თუ არა ძველ ფაილებს და პროგრამებს, თუ განაახლებთ ნულიდან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯობია C დისკის დაფორმატების საშუალება მისცეთ. ამისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაილი უკვე სხვა მყარ დისკებზე უნდა გქონდეთ გადატანილი, რომ არ წაგეშალოთ. გირჩევთ მონიშნოთ Nothing, რაც C დისკს დააფორმატებს. რა თქმა უნდა შეგიძლიათ აირჩიოთ პირველი ორი ვარიანტიც.

windows_10_now_13

ამის შემდეგ დაიწყება ინსტალაციის პროცესი. კომპიუტერი რამდენიმეჯერ გადაიტვირთება და ბოლოს თქვენ მიიღებთ ახალ Windows 10-ს. ოპერაციული სისტემის ახალ მახასიათებლებზე ცალკე სტატიას შემოგთავაზებთ.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები