Facebook რეკლამის ფუნქციებს აუმჯობესებს 12 აგვ. 2015

Facebook-მა გადაწყვიტა პროდუქტის დინამიკურ რეკლამებს ახალი ფუნქციები შესძინოს, რაც მარკეტერებს ბევრ დამატებით შესაძლებლობას მისცემს.

Facebook რეკლამა

მობილური აპლიკაციები - სულ უფრო მეტი ადამიანი იყენებს Facebook-ს მობილური აპლიკაციების საშუალებით. ბოლო სტატისტიკით მომხმარებელთა 44% მხოლოდ მობილური მოწყობილობით შედის ქსელში. სოციალურ მედიას რომ თავი დავანებოთ, ყიდვის გადაწყვეტილების მიღებაში მობილური მოწყობილობებიდან მიღებული ინფორმაცია უდიდეს როლს თამაშობს.  აქამდე პროდუქტის დინამიკური რეკლამები მხოლოდ ბრაუზერში ჩნდებოდა და აპლიკაციებით მოსარგებლე მომხმარებლები მას ვერ ნახულობდნენ. ეს პრობლემა მოგვარდება და შესაბამისად, ამგვარი რეკლამების რიჩი საგრძნობლად გაიზრდება.

რემარკეტინგი - დინამიკურ რეკლამებს რემარკეტინგის ფუნქცია ექნება. თუ მომხმარებელი შემოვიდა თქვენს საიტზე და ნახა პროდუქტი, ან იყიდა, ახალი ფუნქციით შეგეძლებათ დაკავშირებული პროდუქტები Facebook-ის დინამიკური რეკლამის საშუალებით აჩვენოთ. მაგალითად, თუ მომხმარებელმა იყიდა თქვენს საიტზე ველოსიპედი, ეგრეთწოდებული კარუსელის ტიპის რეკლამით მომდევნო დღეებში უჩვენებთ ველოსიპედის აქსესუარებს, რაც თქვენს გაყიდვებს საგრძნობლად გაზრდის. ან, თუ მომხმარებელმა ნახა რაიმე პროდუქტი თქვენს საიტზე, კარუსელი რეკლამების საშუალებით პროდუქტის სხვა ვარიანტებსაც უჩვენებთ Facebook-ზე შესვლისას.

11409228_587933684679452_346262073_n

გადახდის ახალი ფორმატი - თუ აქამდე კლიკების რაოდენობის მიხედვით იხდიდით რეკლამის საფასურს და რეკლამაც კლიკებზე იყო ოპტიმიზირებული, უკვე შეგიძლიათ აირჩიოთ რეკლამის კონვერსიაზე ოპტიმიზირება. Facebook გვპირდება, რომ რეკლამას უჩვენებს იმ მომხმარებლებს, რომლებიც უფრო მაღალი ალბათობით იყიდიან თქვენს პროდუქტს. როგორც ამბობენ, ეს რეკლამის ხარჯს საგრძნობლად შეამცირებს და ეფექტურობას გაზრდის.

Facebook-ის გარეთ - Audience Network-ის საშუალებით პროდუქტის დინამიკური რეკლამები გამოჩნდება აპლიკაციებშიც, თუ რა თქმა უნდა აპლიკაციის ავტორის Audience Network-ში არის ჩართული.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები