WWF-ს დახეული ქაღალდების გამოფენა 14 აგვ. 2015

WWF-ს სარეკლამო კამპანიებს კრეატიულობა არასდროს აკლია. არც ეს გამოფენა და რეკლამა აღმოჩნდა გამონაკლისი.

ყოველწლიურად საშუალო ადამიანი მოიხმარს 45 სანტიმეტრის დიამეტრის 30 მეტრის სიმაღლის ხის ექუივალენტ ქაღალდის პროდუქტს. ტყეების გაჩეხვა კი იწვევს, როგორც ჰაერის დაბინძურებას, ასევე ანადგურებს ველური ცხოველების საცხოვრებელ გარემოს.

WWF-მ გადაწყვიტა საინტერესო გამოფენის გამართვა. დამთვალიერებლები კედლებზე გამოფენილ დახეულ ქაღალდებს გაკვირვებულები უყურებდნენ, ვერ ხვდებოდნენ რისი თქმა უნდოდა გამოფენის ავტორს. შემდეგ კი ყველაფერი ნათელი გახდა. სარეკლამო სააგენტო: Ogilvy, Mumbai, ინდოეთი

მოწონება/გაზიარება

კომენტარები