გაეროს რეკლამა უკრაინის ომზე 14 აგვ. 2015

გაეროს რეკლამა სახელად სარკე უკრაინის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს ეძღვნება. უკრაინაში ომის შედეგად უკვე 1,4 მილიონი ადამიანმა დატოვა საკუთარი სახლი. იძულებით გადაადგილებული პირები გარდა იმისა რომ საკუთარი სახლის დატოვების და ომის უმძიმეს ტკივილს განიცდიან, საზოგადოებისგან დიდი წნეხის ქვეშ ექცევიან. მათ დანარჩენი უკრაინელები ექცევიან როგორც მშიშრებს, რომლებმაც ბრძოლაზე უარი თქვეს და რუს ოკუპანტებს გამოექცნენ.

რეკლამა გვიჩვენებს თუ რა წამიერად შეიძლება შეიცვალოს ადამიანების ცხოვრება. შეიძლება ეს სხვას შეემთხვეს, ან შეიძლება ამ საშინელების მსხვერპლი ჩვენც გავხდეთ. ამიტომ, ადამიანების განსჯა არაა გამოსავალი, გამოსავალი მხარდაჭერაა.

სარეკლამო სააგენტო: PROVID, კიევი, უკრაინა.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები