John Lewis-ის ახალი რეკლამა 24 აგვ. 2015

John Lewis-ის რეკლამები ყოველთვის გამორჩეულია და წლის ერთ-ერთი საუკეთესოს ტიტულს თითქმის ყოველთვის იმსახურებს. შარშანდელი ბიჭის და პინგვინის ამბავი და 2013 წლის საშობაო ზღაპარი დათვსა და კურდღელზე წლის საუკეთესო რეკლამებად დაასახელა ბევრმა გამოცემამ. ახალი რეკლამაც საბავშვო თემატიკას იმეორებს.

John Lewis უნივერმაღების ქსელია, თუმცა ამ ვიდეოთი ისინი სახლის დაზღვევის სერვისს უწევენ რეკლამას. მშვენიერი რეკლამა გამოვიდა. მცირე, ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნივთები შესაძლოა ჩვენთვის გაცილებით მეტს ნიშნავდეს, მაგრამ როცა სახლში ბავშვია არაფრისგან არ ვართ დაზღვეული. John Lewis კი გვეუბნება, რომ მათ მომხმარებლის ესმით "If it matters to you, it matters to us" (თუ ის შენთვის რაღაცას ნიშნავს, ის ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია). სარეკლამო სააგენტო: Adam&EveDDB, London, UK

მოწონება/გაზიარება

კომენტარები