Minder

Grolsch-ის სინთეზატორი 29 აგვ. 2015

ხანდახან შესაძლებლობა წინ გვაქვს და ვერ ვხედავთ. ცოტა კრეატივიც და მშვენიერ ინტერაქტიულ მარკეტინგს მივიღებთ, მინიმალური ტექნიკური ცოდნით. Grolsch-ის სინთეზატორი ამის შესანიშნავი მაგალითია.

Youtube-ს აქვს ერთი ფუნქცია, კლავიატურაზე ციფრების აკრეფით ვიდეოს გადახვევაა შესაძლებელი. თუ ვიდეო შედგება სურათისა და ვიდეოს თაიმლაინზე თანაბრად განაწილებული აუდიო სიგნალებისგან, რომლებიც youtube-ზე ატვირთვისას ციფრების შორთქათებზეა სინქრონიზებული, ვიდეოს ჩართვისას ციფრებზე ხელის დაჭერით, პიანინოსავით, ჩვენს მუსკას შევქმნით. ცოტა რთულად ჟღერს, მაგრამ შესაქმნელად ძალიან მარტივია. ეს იდეა მოუვიდა Grolsch-ის, ლუდის მსოფლიო ბრენდის რუმინულ წარმომადგენლობას. Grolsch-ის მარკეტინგი სწორედ კრეატიულ, აქტიურ, ახალგაზრდა ადამიანებს უმიზნებს. ეს იდეა კი ზედგამოჭრილი იყო ბრენდის სტრატეგიისთვის. სინთეზატორის გამოსაცდელად გადადით Youtube-ის ბმულზე. მანამდე კი, უყურეთ ვიდეოს შექმნის ისტორიას და გამოყენების ინსტრუქციებს. სარეკლამო სააგენტო: Kubis Interactive, Romania .

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები