ბიჭი, რომელიც კითხვებს სვამს 30 აგვ. 2015

Charles Schwab, ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური სერვისების კომპანიაა. მათ ყოველდღიურად უწევთ თავიანთი მილიონობით კლიენტის საინვესტიციო პორთფელის მართვა და დასმა კითხვის "რა იქნება ხვალ?". Charles Schwab-ის მთავარი მესიჯია "Own your tomorrow" (მოიპოვე შენი ხვალინდელი დღე). ხვალინდელი დღის ფლობა კი დღეს სწორი კითხვების დასმითაა შესაძლებელი, ამით ხვალინდელ დღეზე მეტი კონტროლი გვექნება. ესაა მთავარი იდეა რეკლამის, რომელიც ბიჭის ამბავს გვიყვება, ბიჭის, რომელსაც კითხვის დასმა უყვარს. ის სვამდა კითხვებს, რაც ცხოვრების გზაზე სირთულეების გადალახვაში ეხმარებოდა. საკმაოდ დამაფიქრებელი ვიდეო გამოვიდა.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები