ცვლილებები Google-ის იდენტობაში 01 სექ. 2015

Google-ს ახალი ლოგო და მასთან დაკავშირებული, იდენტობის ახალი ატრიბუტები აქვს. ამით მათ უპასუხეს ახალ გამოწვევებს, რაც გულისხმობს ინტერნეტის ახალ ერაში გადასვლას.

september-1st-doodle-do-not-translate-5078286822539264-hp.0

ადრე Google მხოლოდ დესკტოპებიდან იღებდა მომხმარებლებს, თუმცა ბოლო დროს დესკტოპი უმცირესობაშიც კი გადავიდა. სმარტფონები, ტაბლეტები, მანქანის სანავიგაციო სისტემები, სმარტვოჩები, მოკლედ, კარს მოგვადგა internet of things ერა, ერა როცა ყველა და ყველაფერი ერთმანეთს ინტერნეტით უკავშირდება. Google-ის ცვლილებაც სწორედ ამ მოვლენას ეხმაურება. ახალი იდენტობა უფრო კარგად იქნება აღქმადი პატარა ეკრანებზე, როგორიცაა მაგალითად სმარტვოჩი. უფრო მოსახერხებელი იქნება ადგილებში სადაც ინტერნეტის ძალიან დაბალი სიჩქარეა. დაბალი რეზოლუციის ლოგო მხოლოდ 305 ბაიტის ზომის იქნება, განსხვავებით ძველი 14 000 ბაიტიანი ვერსიისა. ამასთან, ახალი ბრენდირებული ელემენტების საშუალებით, მაგალითად როგორიცაა ოთხ ფეროვანი G, Google-ის იდენტობის აღსაქმელად აღარ დაგვჭირდება მთლიანი ლოგოს ნახვა.

ცვლილებების ნახვა Google-ის მიერ შექმნილ 2 წუთიან ვიდეოში კარგადაა შესაძლებელი. აქ მოცემულია Google-ის იდენტობის ისტორია. ახალი Sans Serif-ის ფონტი ახლახანს შექმნილი Alphabet-ის ლოგოსთან უფრო მჭიდრო ვიზუალურ კავშირშია, რაც Google-ისა და Alphabet-ის ერთ მთლიანობას უსვამს ხაზს.

მოწონება/გაზიარება

ტეგები

google,

კომენტარები