LG-ს ახალი საათი LTE ფუნქციით 01 ოქტ. 2015

გუშინ კომპანია LG-მ დაანონსა ახალი ,,ჭკვიანი საათი", Urbane-ს მეორე მოდელი. მას, ისევე როგორც პირველ მოდელს, მრგვალი ციფერბლატი აქვს, მაგრამ ასევე წარმოადგენს პირველ მოწყობილობას, რომელიც ანდროიდ სისტემასთან ერთად აერთიანებს ჩაშენებულ GSM მხარდაჭერას. თქვენ უკვე შეგიძლიათ ტელეფონის სახლში დატოვება -  ესაა ფუნქცია, რომელიც Apple-ს ახალ საათსაც კი არ აქვს. LG-ს უკვე ჰქონდა გამოშვებული webOS-ის სისტემაზე აწყობილი Urbane LTE, რომელსაც ჰქონდა დარეკვის შესაძლებლობა, ხოლო Samsung-ის Gear S ფუნქციონირებდა Tizen სისტემაზე. ანდროიდის სისტემა კი საშუალებას მისცემს ამ საათს გაუშვას მეტი აპლიკაცია მაშინაც კი, როდესაც WiFi და ტელეფონი ახლოს არაა. მისი მახასიათებლებია: 1.38 ინჩიანი 480x480 P-OLED ეკრანი, 570mAh ბატარეა, რომელზეც კომპანია ირწმუნება, რომ თავისუფლად ძლებს მთელი დღის განმავლობაში. გამოშვების ზუსტი თარიღი ან ფასი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა პირველად ის აშშ-სა და სამხრეთ კორეის ბაზარზე ჩაეშვება.

 

 

 

მოწონება/გაზიარება

ტეგები

LG, Smartwatch, LTE, 4G, საათი,

კომენტარები