Daimler-მა პირველი თვითმართვადი სატვირთო დატესტა 05 ოქტ. 2015

დაიმლერის ოცნება, შექმნას თვითმართვადი სატვირთო, ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა რეალობას. ცნობილმა ავტომწარმოებელმა განახორციელა საკუთარი ნახევრადავტომატური პილოტირების სისტემის  პირველი ტესტ დრაივი საჯარო, გერმანიის მე-8 ავტობანზე. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილს ჯერ კიდევ სჭირდება პერსონალი ყურადღების მისაქცევად, მას უკვე შეუძლია მანევრირება რადარის, სტერეო კამერის და კრუიზ კონტროლის სისტემის საშუალებით. ამ ტესტმა აჩვენა, რომ ტექნოლოგია იმუშავებს ნებისმიერ მანქანაზე.

მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში თვითმართვად ავტომობილებს დიდი რაოდენობით ვიხილავთ. Daimler-მა ამ ტესტ დრაივზე ნებართვა აიღო, თუმცა, ჯერ ევროპის არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ გასცემს ნებართვას გიგანტური სატვირთოების ავტონომიურ გადაადგილებაზე.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები