Google-ს ,,თავზე დასამაგრებელი ეკრანი 05 ოქტ. 2015

მიუხედავად იმისა, რომ Google Glass საკმაოდ საინტერესო პროექტია, მომხმარებლებს არც ისე სიამოვნებთ, როდესაც რეალურ 3D სამყაროში ,,ბრტყელ" სურათებს უყურებენ. ტექნოლოგიური სიახლეების გურუ კომპანია Google_მ უკვე შეავსო აპლიკაცია ახალ პატენტზე, რაც გულისხმობს ე.წ. ,,თავზე დასამაგრებელი ეკრანის" შექმნას, რომელიც ჰოლოგრამებს აჩვენებს. იმედია, ეს შეიქმნება ვირტუალური რეალობის უფრო დახვეწილი ვარიანტი, რომელიც სამყაროს მეტ ჩართულობას უზრუნველყოფს ტექნოლოგიაში.

საიდუმლო სულაც არაა, რომ გუგლი ასევე მუშაობს საკუთარი სათვალის ახალი ვერსიის გამოშვებაზე, თუმცა ხარჯავს დიდი რაოდენობით ფულს ,,მაგიური ნახტომის" ჯერ კიდევ წარმოუდგენელ პროექტზე, რომელიც სუპერრეალური ვირტუალური რეალობის, ე.წ. ,,კინემატიკური რეალობის" შექმნას ესწრაფვის. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მალე საბრძოლო თამაშისას მოწინააღმდეგეები თქვენს ოთახში გამოჩნდებიან, ან ავტომობილის მართვისას საცობის გაფრთხილება გზაზევე ამოგიხტებათ

.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები