Adobe მარკეტერებზე ღადაობს 05 ოქტ. 2015

იცით რას აკეთებს თქვენი მარკეტინგი? ბევრს ჰგონია რომ კი, თუმცა ხშირად ეს ასე სულაც არაა. სტრატეგიის არქონა, დაუგეგმავი კამპანია და უბრალოდ ტრენდებს აყოლილი მარკეტინგი - ესაა რეკლამის მთავარი გმირი Astroboost-ის ენერგეტიკული სასმელის მთავარი პრობლემა. 

Adobe ამ სახალისო მაგალითით გვიჩვენებს, თუ რა ნონსენსამდე შეიძლება მივიდეს ქაოტური მარკეტინგი. ენერგეტიკული სასმელი, რომელსაც კოსმოსის დაპყრობა უნდა, თუმცა მხოლოდ სურვილი საკმარისი არაა. რაკეტის გაშვება რამდენიმეჯერ იდება, რადგან ბრენდის მარკეტინგი სულ ახალ-ახალ მოთხოვნებს აყენებს. მარკეტინგის მენეჯერის იკონური ფრაზა "ლოგო მინდა იყოს უფრო დიდი" აქაც აქტუალურია. ბევრჯერ გადადებული გაშვების შემდეგ, ყველაფერი სრულდება, უკვე ძალიან გვიანია. 

Adobe  კამპანიით "Do you know what your marketing is doing?" (იცით რას აკეთებს თქვენი მარკეტინგი?) სარეკლამო სააგენტო Goodby, Silverstein & Partners-ის დახმარებით ცდილობს კრეატიული გზით დაანახოს მარკეტინგის მენეჯერებს საკუთარი შეცდომები და დაარწმუნოს Adobe Marketing Cloud-ის შესყიდვის აუცილებლობაში. 

კამპანიის სამივე რეკლამა "The Launch" , "Woo Woo" და "Click baby Click" ძალიან სახალისოა და ბევრ მარკეტინგის მენეჯერს ბევრ რამეზე დააფიქრებს. 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები