Microsoft-მა ახალი Surface და თავისი პირველი ლეპტოპი გამოუშვა 11 ოქტ. 0000

ახლახანს, კომპანია Microsoft-მა წარმოადგინა თავისი პირველი ლეპტოპი, ე.წ. Surface book, რომელიც აქამდე არსებულ 13 ინჩიან ლეპტოპებს შორის ყველაზე სწრაფია და 2-ჯერ აღემატება Apple-ს McBook Pro-ს. 

 

 

ახალი ლეპტოპის ზედაპირი მზადდება მაგნიუმისგან,

 

 

აქვს მისაერთებელი კლავიატურა, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ იგი, როგორც ტაბლეტი, მისი მაუსი კი ერთდროულად 5 შეხებას აღიქვამს

 

 

Surface Pro ფუნქციონირებს Intel-ის მე-6 თაობის i7 პროცესორითა და Nvidia-ს ულტრა სწრაფი ვიდეო კარტით, ასევე მის კომპლექტაციაშია 16 გიგაბაიტიანი RAM და 1 ტერაბაიტიანი ვინჩესტერი

123124

 

როგორც Microsoft ირწმუნება, Surface Book-ის ბატარეა 12 საათამდე გაძლებს, მისი გამოსვლის დრო 2015 წლის 26 ოქტომბერია და ფასი 1499$-იდან იწყება

 

ვიდეოს ჩატვირთვა...

ეს კი Surface Pro 4, კომპანიის ახალი პლანშეტია, რომელიც ოდნავ უფრო დიდი ზომის ეკრანით (12.3 ინჩი 12-ის მაგივრად), თუმცა კომპანიის ტექნოლოგებმა შეძლეს ეს ისე გაეკეთებინათ, რომ პლანშეტის ზომა Surface pro 3-ის იდენტური დარჩენილიყო. 

 

Surface 3, რომელსაც, როგორც Microsoft ირწმუნება, მფლობელების 98% დადებით შეფასებას აძლევს, წარმოებაში 2014 წლის ივნისში ჩაეშვა. ერთი წლის დასვენების შემდეგ კომპანიამ ბევრად გაუმჯობესებული ტაბლეტი გამოუშვა. მაქსიმალური მოდიფიკაცია შედგება 16 გიგაბაიტიანი RAM_ისა და 1 ტერაბაიტიანი ვინჩესტერისგან, რაც დაგვეთანხმებით, პლანშეტისთვის ჯერ არნახული მონაცემებია. Surface 4 30%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე მისი წინამორბედი და 50%-ით უფრო სწრაფი, ვიდრე MacBook Air.

მის კომპლექტაციაშია აგრეთვე Surface Pen, რომლის ბატარეაც 1 წელს ძლებს. თუ პასტის წინამორბედი გქონიათ, გეცოდინებათ, რომ უკან ბურთულიანი კალმის მსგავსად ღილაკი აქვს, რომლის დაჭერით წინა ვერსიებში Microsoft Onenote ირთვებოდა, ეს არ შეცვლილა, დაემატა ახალი, ღილაკზე თითის დიდხანს დაჭერით ეკრანზე Windows-ის ახალი პერსონალური ასისტენტი Cortana გვევლინება.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები