www.mira.ge საინტერესო მაგალითი 04 ნოე. 2015

ამ სტატიაში inbound მარკეტინგის ქართულ მაგალითზე მოგიყვებით. ჯერ ინბაუნდ მარკეტინგის ტერმინი განვმარტოთ. Hubspot-ის მიერ დამკვიდრებული ეს მიმდინარეობა, კონტენტ მარკეტინგის "გაუმჯობესებული" ვერსიაა. მარტივად რომ ავხსნათ, შედიხართ მაღაზიაში და რას ელით გამყიდველისგან? უბრალოდ ფასი მოგახალოთ და მორჩა? ალბათ არა. თქვენ ეძებთ კომპეტენტურ ადამიანს, რომელიც შეძლებისდაგვარად ობიექტურ რჩევებს მოგცემთ, მოგისმენთ, მეგობრულად დაგელაპარაკებათ და შედეგად შეიძლება მისი პროდუქტიც შეიძინოთ. თუ შეძენა არ გადაწყვიტეთ, ნასიამოვნები მაინც გამოხვალთ მაღაზიიდან და ყოველთვის გემახსოვრებათ, რომ იქ თქვენზე იზრუნეს, მეგობრებსაც მოუყვებით. სწორედ "მეგობრული გამყიდველის" კონცეფციას ეყრდნობა ინბაუნდ მარკეტინგი.

მომხმარებელს აქვს კითხვები, აქვს უამრავი ინფორმაცია და სჭირდება კომპეტენტური რჩევა. უნდა, რომ ბრენდი მას ესაუბროს, გაუგოს, პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს, ცხოვრება გაუმარტივოს. ინბაუნდ მარკეტინგი ამ ფილოსოფიით აყალიბებს ინტერნეტ წარმომადგენლობას, რომლის მთავარი საფუძველია ხარისხიანი და სტრატეგიულად დაგეგმილი კონტენტი, რაც შემდეგ თვითონ ქმნის გაყიდვებს. ხდება კონტენტის უფასოდ მიწოდება, რაც შემდეგ აისახება გაყიდვებში. ამ მოდელის საუკეთესო მაგალითი თავად Hubspot-ია. ხარისხიანი კონტენტი უფასოა ყველასთვის, ეს იმსახურებს ნდობას აუდიტორიისგან, რასაც მოსდევს კომპანიის CRM, ERP და სხვა მარკეტინგული პროგრამების გაყიდვები. 

ახლა ქართულ მაგალითზე გადავიდეთ. წარმატებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა პირველადი შედეგები იმედის მომცემია. დანარჩენი თქვენ უნდა შეაფასოთ. როგორ წარმოგიდგენიათ მსგავსი მარკეტინგის შემოთავაზება კომპანიისგან, რომელიც ყიდის გათბობის სისტემებს, სამუშაო იარაღებს, ელექტროობას და გენერატორებს? გაგახსენდათ ელიავას ბაზრობა? გაგახსენდათ რადიო რეკლამები? ბევრი ასეთი კომპანიის კრეატივი მეტს ვერ წვდება, თუმცა არსებობენ გამონაკლისები. ამ შემთხვევაში კომპანია MIRA-ზე გესაუბრებით, შეიძლება არ გსმენიათ, ახალი ბრენდი ერთი თვისაა ჯერ :)

კომპანიაში გააცნობიერეს რამდენიმე მოცემულობა:

  • მომხმარებელს სჭირდება სრული ინფორმაცია, მათ სჯერათ და ხშირ  შემთხვევაში არც ტყუიან, რომ ხელოსნები არც თუ ისე კეთილსინდისიერები არიან. ამიტომ თავად ცდილობენ ინფორმაციის მოპოვებას.
  • მომხმარებელს სჭირდება რჩევები, რადგან მათი ტექნიკური ცოდნა შეზღუდულია. სჭირდებათ შეძლებისდაგვარად ობიექტური რჩევები.
  • მომხმარებლისთვი ინფორმაციის მოპოვების ყველაზე კომფორტული გზაა ინტერნეტი.
  • თანამედროვე მომხმარებელთა უმეტესობას არ სიამოვნებს "ელიავას ტიპის" გამყიდველებთან და ხელოსნებთან საქმის დაჭერა. თუ ექნებათ ალტერნატივა, მათ თავს აარიდებენ.

 

 

 

 

ამ მოცემულობაზე დაყრდნობით შეიქმნა საიტი, რომლის მთავარი საფუძველია კონტენტი. საიტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება, ერთ-ერთი მათგანი კონტენტ მარკეტინგის კარგი მაგალითია, დანარჩენი კიდევ დეველოპინგის ეტაპზეა. ზამთარი მოვიდა და ხალხმა გათბობაზე ფიქრი დაიწყო. გათბობის სისტემების ბაზარზე ქაოტური მდგომარეობაა, სისტემა ბევრი კომპონენტისგან შედგება, ამიტომ ფასის შედარება მომხმარებელს ძალიან უჭირს. კომპანიებიც რეკლამებში მაქსიმალურად ცდილობენ ააბნიონ მომხმარებლები. იაფ ფასებს მოსდევს მონტაჟზე გაზრდილი საფასური და იმედგაცრუებული მყიდველი. მომხმარებელს უნდა სანამ სისტემის შერჩევას დაიწყებს საწყისი ინფორმაცია მოიპოვის, რაც არც თუ ისე იოლი იყო. MIRA-ს ახალ საიტზე ეს უკვე შესაძლებელი გახდა, სისტემის მთვლელისა და ბლოგის სტატიების წყალობით. მომხმარებლისგან გამოხმაურებაც შთამბეჭდავია, ორი კვირის შემდეგ სოციალურ მედიაში ინგეიჯმენთი უკვე აღარ ჩამოუვარდება კონკურენტ ბრენდებს, რომლებიც წლებია ბაზარზე არიან. საიტის ბრაუზინგის მაჩვენებლები კი პირდაპირ მეტყველებს, რომ კონტენტი მომხმარებლის დიდ ინტერესს იმსახურებს. დანარჩენი თავად შეგიძლიათ ნახოთ.

MIRA-ს ინბაუნდ მარკეტინგის მიზანია, საბოლოოდ მიაღწიოს იმ დონეს, როდესაც მომხმარებელი სანდო და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებს www.mira.ge-ზე და შესყიდვასაც საიტზე განახორციელებს. შედეგების მოწმეები თავად გახდებით. 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები