Facebook შეგატყობინებთ, თუ თქვენი კუმირი ლაივშია 11 ნოე. 2015

       თუ თქვენ გამოწერილი გყავთ რომელიმე ვარსკვლავი და ის ლაივ სტრიმინგს დაიწყებს, სოციალური ქსელი ამის შესახებ გაცნობებთ, რომ კუმირის პირდაპირ ეთერში ხილვის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

      შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა Facebook-მა ,,საჯარო ფიგურებისთვის" ( ვარსკვლავები, რომელთაც პროფილის გვერდზე ,,დადასტურებული პროფილის" ნიშანი აქვთ) გაუშვა ლაივ ვიდეოს ფუნქცია. მომხმარებლებს შეუძლიათ გააზიარონ აღნიშნული სტრიმი და გააკეთონ კომენტარები, მაგრამ თავად ვერ გადაიღებენ. ვარსკვლავებიდან პირველებმა ამ სერვისით დუეინ ჯონსონმა, მაიკლ ბაბლმა და სერენა უილიამსმა ისარგებლეს.

      Facebook როგორც ჩანს, აპირებს მოიცვას ყველა მოვლენა მოხდენისთანავე. ზოგიერთი ცნობილი პიროვნება საკუთარი ცხოვრების ყველა ეტაპს ვიდეოზე ასახავს და ხალხს უზიარებს, მაგალითად T-mobile-ს გენერალური დირექტორი ჯონ ლეგერი იყენებს ლაივ სტრიმინგის პოპულარულ გვერდ Periscope-ს პარკში სირბილიდან დაწყებული ტელეფონის ზარებიდან დამთავრებული ყველაფრის გასაზიარებლად.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები