Ben & Jerry -ის გამოხმაურება არჩევნებს 11 ნოე. 2016

აშშ-ს არჩევნებმა ბევრი გაკვირვებული და ბევრიც გულდაწყვეტილი დატოვა. ბევრს საუბრობენ გახლეჩილ საზოგადოებაზე. ტკბილეულების ყველასთვის საყვარელმა მწარმოებელმა Ben & Jerry-მ გადაწყვიტა პირველი ნაბიჯი გადაედგა ერის შერიგების მიმართულებით. არჩევნების მეორე დღეს გაეშვა ეს საყვარელი ამბავი ალუბლის და ლიმნების შესახებ. ამბავი რეალობასთან ძალიან ახლოსაა, თავადაც ნახავთ. თაგლაინი კი "We taste sweeter together" (ერთად უფრო გემრიელები ვართ) ნამდვილად ბევრ ადამიანს დააფიქრებდა, იმედია.  რეკლამის შემქმნელია სარეკლამო სააგენტო Nice and Serious.

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები