გულწითელას თავგადასავალი 15 ნოე. 2016

შობა გვიახლოვდება და საშობაო რეკლამებიც ნელ-ნელა იწყებენ გამოჩენას. ბრიტანული გასტრონომიული ქსელის Waitrose-ის ეს ახალი რეკლამა ერთ-ერთი ბოლო მათგანია. მამაცი გულწითელას ამბავი, რომელიც არ უშინდება არაფერს, სიკვდილსაც ბევრჯერ გადაურჩება და მაინც მიაღწევს თავის სახლს, სადაც Waitrose-ის ინგრედიენტებით გამომცხვარი პატარა ღვეზელი და საყვარელი მეორე გულწითელა ელოდება. 

შობა ხომ ოჯახური დღესასწაულია, როდესაც ოჯახის ყველა წევრი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან შინ მოდის, სადაც მათ გემრიელი საჭმელი და საყვარელი ადამიანები ელოდებიან. ასე რომ, გულწითელას ამბავი შესანიშნავად გადმოსცემს გასტრონომიული ბრენდის სათქმელს. რეკლამის შემქმნელია სააგენტო adam&eve DDB .

 

მოწონება/გაზიარება

ტეგები

waitrose,შობა,DDB,

კომენტარები