საშობაო ლატარეა 15 ნოე. 2016

ესპანეთის საშობაო ლატარეა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია $2 მილიარდიანი საპრიზო ფონდით. ყველა ყიდულობს ბილეთებს, კომპანიებში თანამშრობლები ერთად ყიდულობენ, მეზობლები ყიდულობენ ერთად ბილეთების სერიებს, ერთგვარი საყოველთაო ტრადიციაა, შემდეგ კი მოგებულ თანხას იყოფენ.  ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის რეკლამაც შესაბამისი უნდა იყოს. წელს ასეც გამოვიდა.

Leo Burnett მადრიდის შექმნილი რგოლი "21 დეკემბერი" გვიყვება პენსიონერი კარმენის შესახებ. ის შეცდომით იჯერებს ვითომ მან და მისმა მეზობლება ლატარეაში მოიგეს. მის შვილს, შვილიშვილს და მეზობლებს არ უნდათ ეს სიხარული ჩაუშხამონ, ამიტომ მთელი ქალაქი ზეიმოსბ მის "გამარჯვებას". ბოლოს კი სრულდება ერთ-ერთი მონაწილის სიტყვებით "რა მოხდება ხვალ რომ მართლა მოვიგოთ?".

 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები