რა არის მთავარი შობას? 22 ნოე. 2016

EDEKA-ს, გერმანული სუპერმარკეტების ქსელის საშობაო რეკლამები უკვე მეორე წელია გულგრილს არავის ტოვებს. ნამდვილად გამორჩეული სტრატეგიაა ხაზი გადაუსვა საშობაო შოპინგს და უთხრა მაყურებელს, რომ ეს არაა მთავარი, მაშინ როცა სუპერმარკეტების ქსელი ხარ და საშობაო შოპინგი შენთვის წლის მთავარი მოვლენაა. EDEKA ცდილობს გვითხრას, რომ საჩუქრების საყიდლად სიარული, სახლის მორთვა, სტუმრებისთვის მზადება, ათასი სხვა რამე რაც შობას ტრადიციად გვექცა ხანდახან მთავარს გვავიწყებს - ბავშვებს, რომლებსაც შობას ოჯახური სითბო ყველაზე მეტად სჭირდებათ. 

 

აქვე შარშანდელი რეკლამაც გავიხსენოთ. ერთ-ერთი საუკეთესო რეკლამა 2015 წლის საშობაო სეზონის. მოხუცი ბაბუის ამბავი, რომელიც დაკავებულმა შვილებმა და შვილიშვილებმა საშობაოდ მარტო დატოვეს.

 

იყო გულახდილი მომხმარებელთან შობას მაინც და უთხრა სიმართლე შენი პროდუქტის გასაღების მცდელობის ნაცვლად, ესაა სწორი კომუნიკაცია, რაც ნამდვილად დაფასდება.

მოწონება/გაზიარება

ტეგები

edeka,შობა,

კომენტარები