რა არის სინამდვილეშ start-up 25 მარ. 2017

ბოლო რამდენიმე წელია სტარტაფების ბუმმა გადაგვიარა. ყველგან სტარტაფია და ყველაფერს სტარტაფს ვეძახით. ჩვენი მთავრობის ეკონომიკის განვითარების გეგმაშიც ერთ-ერთი მთავარი ადგილი სტარტაფებს უჭირავს. თუმცა რა არის სინამდვილეში სტარტაფი? 

სტარტაფი ესაა ინოვიაციური ბიზნესი, რომელიც გვთავაზობს თვისობრივად ახალ პროდუქტს, სერვისს ან ზოგადად, პრობლემის მოგვარების ინოვაციურ გზას. სტარტაფები ყოველთვის იყო, უბრალოდ მაშინ ამ სიტყვას ნაკლებად ხმარობდნენ. პირველად სიტყვა სტარტაფი დღევანდელი მნიშვნელობით ფორბსმა გამოიყენა 1976 წელს და მას შემდეგ ნელ-ნელა პოპულატურლი გახდა. ჩვენს ქვეყანაში ბოლო რამდენიმე წელია რაც ავიტაცეთ და როგორც ყველაფერში ვიცით ხოლმე, ცოტა არ იყოს გადავაჭარბეთ. რას ვგულისმხობ გადაჭარბებაში მიხვდებით თუ ჩვენს რომელიმე startup მარკეტზე გაივლით. ძალიან კარგია როცა ამდენი ახალგაზრდა იწყებს თავის ბიზნესს, მაგრამ თუ ყველაფერს ერთ სიტყვაში მოვაქცევთ სტარტაფი იქნება ახალგახსნილი რესტორანიც და მაღალტექნოლოგიური ინოვაციური აპლიკაციაც. ამ დროს კი ჩნდება კითხვა, რა არის რეალურად სტარტაფი და როგორ ვაწარმოოთ სტარტაფების მხარდაჭერის პროგრამების დაგეგმვა და ეფექტიანობის შეფასება თუ კონკრეეტული კრიტერიუმები განსაზღვრული არ გვაქვს.

Peter Thiel ფეიფალის დამფუძნებელი და სილიკონ ველის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაფების დამაარსებელი და ინვესტორი, სტარტაფის არსს ძალიან კარგად ხსნის თავის ბესთსელერში Zero To One. ის ტექნოლოგიების განვითარებას აღწერს როგორც ვერტიკალურს და ჰორიზონტალურს. როცა მაგალითად შეიქმნა პირველი პერსონალური კომპიუტერი ის იყო ძალიან ძვირი, შემდეგ გავაუმჯობესეთ ტექნოლოგია, შედარებით გავაიაფეთ კომპიუტერი და ის შეიძინა მილიონობით ადამიანმა. ესაა ჰირზონტალური განვითარება. შემდეგ შეიქმნა APPLE-მა შექმნა MAC და ტექნოლოგია ახალ საფეხურზე ავიდა, ანუ მოხდა 0-იდან, არსებული მდგომარეობიდან, 1-ზე, ახალ რეალობაზე ასვლა. შემდეგ შეიქმნა ვინდოუსიც, მაკიც განვითარდა და პერსონალოური კომპიტერები ასეულობით მილიონმა ადამიანმა შეიძინა. შემდეგ მოხდა ახალი საფეხური 0-დან 1-მდე და მივიღეთ ზომაში შემცირებული პროცესორები და გამოჩნდა ლეპტოპები, სმარტფონები, internet of things და ა.შ. ეს უფრო გამარტივებულად რომ აღგვეწერა, თორემ სინამდვილეში თითოეული ზემოთ ხსენებული 0-დან 1-მდე ნაბიჯი შედგებოდა ათასობით მცირე 0-1 ნახტომებისგან ტექნოლოგიებში. სწორედ ესაა ინოვაცია.

ზიელის წიგნშიც და სტარტაფის ბევ სხვა დეფინიციაშიც აქცენტი სწორედ ინოვაციურობაზე და ბიზნეს მოდელზეა. არაა აუცილებელი ყველამ შექმნას მაკი, იმისათვის რომ კომპანია ჩაითვალოს სტარტაფად მან არსებითად უნდა შეცვალოს არსებული status quo. მაგალითად, კომპანია, რომელიც გვთავაზობს მანქანის რეცხვას ადგილზე მოსვლით პრობლემის მოგვარების არსებითად ახალ საშუალებას გვთავაზობს, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ რომ ის სტარტაფია. მაგრამ კომპანია, რომელიც 

მოწონება/გაზიარება

ტეგები

,

კომენტარები