Apple რუსეთისთვის ონლაინ გაყიდვებს დროებით აჩერებს 17 დეკ. 2014

apple

მას შემდეგ რაც რუბლი დღეს კიდევ 19%-ით გაუფასურდა, Apple-მა გადაწყვეტილება მიიღო მდგომარეობის დასტაბილურებამდე ონლაინ გაყიდვები რუბლში შეაჩეროს, რამაც რუსეთის მოქალაქეებისთვის პლათფორმის დახურვა გამოიწვია. ბოლო პერიოდში Apple-ს რუსეთში iPhone 6-ის ფასის გაზრდა 25%-ით მოუწია. თუმცა ახლა კომპანიაში აცხადებენ, რომ სიტუაცია იმდენად არასტაბილურია, ფასების დროულ დარეგულირებას ვეღარ მოახერხებენ და დროებით გაყიდვების შეწყვეტის გარდა სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. Bloomberg -ის ანალიზით, Apple-ს ამ გადაწყვეტილებით დიდი ზიანი არ მიადგება, რადგანაც რუსეთის ბაზარი მისი გაყიდვების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს, თუმცა ეს გადაწყვეტილება მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა იქნება  რუსეთის მოქალაქეებისთვის.  ბოლო პერიოდში მრავალმა კომპანიამ მოახდინა ფასების პოლიტიკის გადახედვა, მათ შორის როგორც მოგახსენეთ Apple-მა, ასევე Mcdonald's-მაც, რაც პანიკის შეგრძნებას მოსახლეობაში კიდევ უფრო ამძაფრებს. აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ მართალია რუსეთის სიტუაცია განსაკუთრებულია, თუმცა ზოგადად დოლარის გამყარება გლობალური ხასიათისაა. ეს კი ამერიკელ ექსპორტიორებს პრობლემებს უქმნის. უცხოეთის ქვეყნების მოსახლეობას ახლა უკვე უფრო მეტი ადგილობრივი ვალუტა სჭირდებათ დოლარების შესაძენად, რაც ადგილობრივ ვალუტაში გამოხატულ ამერიკული პროდუქციის ფასის ზრდას იწვევს.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები