Apple-ის ახალი რეკლამა 18 დეკ. 2014

Apple -ის ახალი კლიპი ამ მომენტისათვის ყველაზე ტრენდულია სალეტევიზიო რეკლამებში. iSpot.tv -ის ინფორმაციით, რეკლამის ტელევიზიით გადაცემაზე უკვე 5 მილიონზე მეტი დაიხარჯა, რაც თავისთავად საოცრად დიდი ციფრი არაა აშშ-ს ბაზრისთვის. ბოლო 7 დღის მონაცემებით ეს მხოლოდ 19 ადგილს ნიშნავს. თუმცა ამას ვერ ვიტყვით ნახვების როადენობაზე, რაშიც რეკლამა პირველია youtube-ზე 4 დღეში 2,5 მილიონზე მეტი ნახვით. ვიდეოში ასახულია გოგონა, რომელიც ბებიის ძველ ჩანაწერს პოულობს, სადაც ის თავის შეყვარებულ უმღერის. გოგონა Apple-ის ტექნიკის და პროგრამების დახმარებით სიმღერის საკუთარ ნაწილს წერს და დუეტს აწყობს. ბებიას სასიამოვნო საშობაო სიურპრიზი მაგიდაზე ხვდება. რეკლამის შემქმნელია სარეკლამო სააგენტო TBWA Worldwide. 

 

მოწონება/გაზიარება

ტეგები

რეკლამა,Apple,

კომენტარები