Pornhub 19 დეკ. 2014

ადამიანები მალავენ, თუმცა კი ყველამ იცის. ამას ყველა აკეთებს, მაგრამ არავინ ლაპარაკობს. ასეთი ვებ-გვერდები ყოველთვის აღიქმებოდა, როგორც დაბალხარისხიანი, გარყვნილი და ,,მანდ არ შეხვიდე შე მაიმუნო, თორე დაგამტვრევ ხელებს" ტიპის. მაგრამ შემდეგ გამოჩნდა Pornhub თავისი კრეატიული მარკეტინგით. ჩვენთან გარყვნილებად ისევ აღიქმება და ,,მანდ არ შეხვიდე თორემ დაგამტვრევ ხელებს" ეფექტიც ძალაშია, თუმცა ის უკვე ბრენდია. წარმატებულმა მარკეტინგმა ტაბუდადებული თემა ბრენდად აქცია. სლოგანი All You Need Is Hand (შენ მხოლოდ ხელი გჭირდება) სახალისოა, რაღაც მომენტებში მართალიც ;) ზიხარ სახლში მოწყენილი და გაიფიქრებ All I Need Is Hand და კლიკავ Pornhub-ს. მეტი რომ არ გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნისთის ეს ზედმეტად ტაბუდადებული თემა, წმინდა პროფესიული კუთხით (მარკეტინგს ვგულისხმობ) განვიხილოთ ბრენდის კომუნიკაციის ის ელემენტები, რამაც Pornhub შექმნა, როგორც ძლიერი ბრენდი და გამოარჩია ის მთელ ინდუსტრიაში. Pornhub-ის კამპანიის All You Need Is Hand მთავარი ვიზუალია ხელებისგან შექმნილი გულის ფორმა. იდეის ავტორია ნური გალვერი (Nuri Gulver), ქოფირაითერი სტამბულიდან. მისი იდეა იყო ასევე ბითლზების სიმღერის All You Need Is Love გაპაროდიება და Time Square-ზე ბილბორდის აღმართვის პარალელურად ერთგვარი ფლეშმობის დადგმა. შედეგი შეგიძიათ იხილოთ ვიდეოში. 

წარმატებული გამოდგა Pornhub-ის არაპორნოგრაფიული რეკლამების კონკურსი. კომპანიის მარკეტოლოგებს უნდოდათ ჩვეულებრივი რეკლამებით, წესიერად, გადმოეცათ სათქმელი. მათ ეს ნამდვილად გამოუვიდათ. იხილეთ 15 გამარჯვებული.

  pornhub-finalists-13-2014 pornhub-finalists-hed-2014   pornhub-finalists-10-2014 pornhub-finalists-11-2014  

pornhub-finalists-01-2014 pornhub-finalists-02-2014 pornhub-finalists-03-2014 pornhub-finalists-04-2014 pornhub-finalists-05-2014 pornhub-finalists-06-2014 pornhub-finalists-07-2014 pornhub-finalists-08-2014 pornhub-finalists-09-2014

მოწონება/გაზიარება

კომენტარები