Minder

ემოციური სოციალური კამპანიები 20 დეკ. 2014

საზოგადოებაში აქტუალური პრობლემების გაცნობიერებისთვის სხვადასხვა ორგანიზაცია ხშირად მიმართავს სოციალურ კამპანიებს, რომლებიც გამოირჩევიან სიმძაფრით. კრეატიული მიდგომის წყალობით, მთავარი გზავნილი მილიონობით ადამიანამდე აღწევს. ამ პოსტში წარმოგიდგენთ ბოლო წლების რამდენიმე გამორჩეულ კამპანიას: გაერო ქალთა თანასწორობისთვის გაერომ შექმნა მძლავრი და ამავე დროს მარტივი კამპანია, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა რამდენად მწვავედ დგას ქალთა უფლებების შელახვის პრობლემა. კამპანიისთვის გამოიყენეს გუგლის ძიების ავტომატური შემოთავაზების  ფუნქცია, რომელიც  ყველაზე ხშირად გამოყენებულ  რეალურ ფრაზებს გთავაზობთ. ამ შემთხვევაში ესეთი ფრაზები იყო: "ქალმა უნდა იცოდეს თავისი ადგილი", "ქალს არ უნდა ჰქონდეს ხმის მიცემის უფლება" და ა.შ. შედეგად სააგენტო Ogilvy & Mather Dubai-მ შექმნა  საოცრად წარმატებული პოსტერები: Sexism UN womenUN women google search ეს არ ხდება აქ, მაგრამ ხდება ეხლა! საერთაშორისო ორგანიზაციას "Amnesty International"  სურდა ადამიანების უფლებების შელახვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.  იდეას ხორცი შეასხა   სააგენტო Walker-მა და შექმნა 200 განსხვავებული პოსტერი, რომლებზეც ასახულია რეპორტიორების მიერ გადაღებული რეალური მოვლენები მსოფლიოს მასშტაბით. პოსტერები დამონტაჟდა ციურიხის ქუჩებში. ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ შედეგი: amnesty_international_01 amnesty_international_04   უსახლკარო ადამიანები უჩინარნი გახდნენ? ორგანიზაცია "ნიუ იორკის გადარჩენის მისია" ზრუნავს უსახლკარო ადამიანების პრობლემებზე. ადგილობრივი მაცხოვრებლების მგრძნობელობის ამაღლების მიზნით,  მათ შექმნეს პარტიზანული ექსპერიმენტი. მოხალისე ადამიანები შენიღბეს როგორც უსახლკარო და შემდეგ დააკვირდნენ, თუ იცნობდნენ მათი ახლობელი ადამიანები:

 

ნუ შეაწუხებ ტყეს! Greenpeace-მა სპეციალურად ბრაზილიის სასტუმროებისთვისა და საცხოვრებელი შენობებისთვის შექმნა სპეციალური ნიშნები, რომლებიც ეხებოდა ამაზონის ტყეში შექმნილ გარემოსდაცვით პრობლემებს. იდეა და შესრულება- AlmapBBDO, São Paulo, Brazil. do not disturb   საიდუმლო მესიჯი ბავშვებს ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ესპანურმა ორგანიზაცია ANAR Foundation-მა სარეკლამო სააგენტო Grey Spain-ის დახმარებით შექმნა აუთდორ რეკლამები, რომლებიც  განსხვავებულ  მესიჯს უჩვენებდა  ზრდასრულ ადამიანსა და ბავშვს.  რეკლამები სპეციალურად დამონტაჟდა ბავშვისა და ზრდასრული ადამიანების საშუალო სიმაღლის გათვალისწინებით. სხვადასხვა სიმაღლიდან შეხედვისას კი რეკლამაზე განსხვავებული სურათი ჩნდებოდა:

მოწონება/გაზიარება

კომენტარები