რა სურთ ბავშვებს საშობაოდ? 20 დეკ. 2014

ნამდვილად სათამაშოები სურთ ბავშვებს საშობაოდ? ამის გასაგებად კომპანია IKEA-მ და სარეკლამო სააგენტომ McCann Spain-მა შექმნეს ემოციური ექსპერიმენტი. მათ ბავშვებს სთხოვეს დაეწერათ სურვილების წერილი სანტასთვის, შემდეგ კი მეორე წერილი მშობლებისთვის. მეორე წერილის დაწერის საშუალებამ აჩვენა, რომ ბავშვებს თუ სწორ კითხვას დაუსვამ, თურმე სულ სხვა რაღაც უნდათ. შვილების სურვილები ცრემლის მომგვრელი სიურპრიზი აღმოჩნდა მშობლებისთვის. დანარჩენს კი ვიდეოდან შეიტყობთ: 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები