მორიგი საშობაო სასწაული WestJet-ისგან 06 იან. 2015

WestJet -მა, შარშანდელივით, წელსაც გადაწყვიტა საშობაოდ ადამიანების აღფრთოვანება და ბედნიერი წუთების ჩუქება. გაცემა უკეთესია, ვიდრე მიღება - ესაა კომპანიის დევიზი, რომელმაც დომინიკის რესპუბლიკის ერთ-ერთი ღარიბი დასახლების მცხოვრებლებს შობის ხალისი მოუტანა. ისინი მოულოდნელად აღმოაჩენენ სანტას მარხილს შუა ქუჩაში, რომელსაც აქვს ეკრანი პირდაპირი კავშირით სანტასთან. ყველა ეუბნება საკუთარ სურვილებს, ზოგს სარეცხი მანქანა სურს, ზოგს მოტოციკლის ტაქსისთვის ძრავი, ზოგს სათამაშო, ზოგსაც ცხენი. საშობაო წვეულებაზე ყველას სურვილი ხდება და ყველა ბედნიერია.  ვიდეოს უკვე აქვს 3 მილიონზე მეტი ნახვა youtube-ზე. თუმცა  WesJet -ის შარშანდელ საშობაო სასწაულის ნახვებმა  უკვე 40 მილიონს გადააჭარბა. ის ნამდვილად იყო ვირუსული ჰიტი 2013 წელს. საეჭვოა, წლევანდელმა ვიდეომ იგივე შედეგი გაიმეოროს, თუმცა ის უდავოდ უფრო ემოციურია. შარშანდელისგან განსხვავებით, როცა საჩუქრებს ტორონტო-ჰამილტონის ფრენის ჩვეულებრივი მგზავრები იღებდნენ, წელს საჩუქრები მიიღეს დომინიკის ღარიბი სოფლის მცხოვრებლებმა, რომელთა უმეტესობისთვის ეს შეიძლება პირველი საშობაო საჩუქარიც კი ყოფილიყო მთელი ცხოვრების განმავლობაში. 

მოწონება/გაზიარება

კომენტარები