ცნობილი ლოგოების ფარული გზავნილები 09 იან. 2015

ეს ლოგოები თქვენთვის ძალიან ნაცნობია. მათ თითქმის ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებით, მაგრამ ალბათ აქამდე არ დაკვირვებიხართ მათში ჩადებულ ფარულ მესიჯებს. სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს. FedEx FedEx-ის მთავარი კონკურენტული უპირატესობა, რითიც ამაყობს არის სისწრაფე და სიზუსტე. ეს ფაქტორები მათ ლოგოშიც არის ასახული. როგორ? თუ კარგად დააკვირდებით, E და x ასოებს შორის აღმოაჩენთ დამალულ ისარს, რომელიც არის ზემოთ ხსენებული მახასიათებლების სიმბოლო. FedEx

Amazon ყველას გაქვთ ალბათ რამე ნაყიდი მსოფლიოში ლიდერ ონლაინ ვებ-გვერდზე amazon.com. კომპანიის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოს განცხადებით, თითოეული მომხარებლებლისთვის ცალკე მაღაზია აქვთ. ანუ 20 მილიონი მომხარებელი მათთვის ნიშნავს 20 მილიონ მაღაზიას. იმის დასამტკიცებლად, რომ ამ ვებ-გვერდზე ყველაფრის შეძენა შეგიძლიათ, ლოგოს ქვემოთ გასმულია ისარი a-დან z-მდე, რომლებიც არის ანბანის პირველი და ბოლო ასო შესაბამისად. ანუ რომ გადმოვაქართულოთ, ანიდან ჰაემდე ყველაფერი აქვთ. Amazon-Logo ფორმულა ერთი (Formula One) ალბათ ყველამ იცით ფორმულა ერთი, ავტორბოლის ყველაზე ძვირადღირებული მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც ხშირად აღნიშნავენ, როგორც F1. ლოგოში ჩანს F და წითელი ხაზები, რომელიც სიჩქარის სიმბოლოა. სად არის 1? მათ შორის თუ კარგად დააკვირდებით, დაინახავთ ერთიანს. formula-one-f1-logoNBC სამაუწყებლო კომპანია NBC ამაყობს იმით, რასაც გადმოსცემს. ამის აღსანიშნავად ლოგოზე თეთრად შენიშნავთ ფარშევანგს, ფერები კი მისი ბუმბულებია. NBC_2014_Indent.svgGillette ჯილეტის ლოგოში დაფარული მესიჯის დანახვა ცოტა რთულია. თუ დააკვირდებით ნახავთ, თუ როგორ მახვილად არის მოჭრილი G და i ასოები, რაც სწორედ ჯილეტის საპარსების სიბასრის და აკურატულობის მაჩვენებელია. Gillette-logo &

მოწონება/გაზიარება

ტეგები

ლოგო,amazon,FedEx,

კომენტარები