Mac თუ PC? 11 იან. 2015

ბოლო ათწლეულის განმავლობაში Apple და Microsoft სარეკლამო ომში არიან ჩაბმულნი. რა თქმა უნდა, მთავარი თემაა ეფლის Mac სჯობს თუ მაიკროსოფტის PC. ეფლის პირველი რეკლამა " შეიძინე მაკი" გამოჩნდა 2006 წელს, სადაც შუახნის მამაკაცი (PC) და ახალგაზრდა (Mac) საუბრობენ მათ მახასიათებლებზე. ხანში შესული მამაკაცი არის ცხრილები, ხოლო Mac არის ცხოვრება ( მუსიკა, სურათები, ფილმები).

მას მოჰყვა რამდენიმე რეკლამა "შეიძინე მაკის" სერიიდან. ერთ-ერთი არის იმის შესახებ, რომ ვინდოუსი გადავსებულია ათასი გამოუსადეგარი პროგრამით, ხოლო მაკს მხოლოდ საჭირო პროგრამები აქვს.

ამ კამპანიას Microsoft-მა 2008-2009 წლებში უპასუხა. პირველი რეკლამაში მონაწილეობის იგივე შესახედაობის შუახნის მამაკაცი, როგორიც გამოყენებული აქვს ეფლს წინა რეკლამებში. ვიდეოში მონაწილეობს სხვადასხვა ასაკის და პროფესიის ადამიანები, მათ შორის ბილ გეითსიც. ვიდეოს გზავნილია " მე ვიყენებ PC-ს, მე არ ვარ ერთადერთი".

2009 წელში გამოსული რეკლამა "ლეპტოპზე მონადირეები" ეხება ფასთა შორის სხვაობას. ვიდეოში მომხარებელი ეძებს მისთვის ხელსაყრელ ლეპტოპს 1000 დოლარის ფარგლებში, აღმოჩნდა რომ 1000 დოლარად ეფლი ვერ სთავაზობს იმ ეკრანის ზომისა და სხვა მახასიათებლების მქონე პროდუქტს, რაც მას უნდა. რაც შეეხება ვინდოუსზე მომუშავე ლეპტოპებს, მათი არჩევანი ძალიან მრავალფეროვანია 1000 დოლარზე ბევრად ნაკლებ ფასადაც.

2009 წელს Apple-მა Microsoft-ს უპასუხა. რეკლამაში ვინდოუსის მხარეს დგას ძალიან ბევრი ადამიანი, ხოლო მაკი მარტოა. მას შემდეგ რაც ქალბატონი ამბობს მახასიათებლებს (სისწრაფე, დიდი ეკრანი, უწყვეტი მუშაობა) რაც სჭირდება, PC-ს მხარე ნელ-ნელა ცარიელდება.

 გასულ წელს მაიკროსოფტმა კვლავ განაახლა სარეკლამო ომი და გამოუშვა რამდენიმე რეკლამა, სადაც შედარებულია ვინდოუსზე მომუშავე პლანშეტები ეფლის ლეპტოპებთან და პლანშეტებთან. ვიდეოებში ნაჩვენებია Microsoft Surface 3 და Lenovo Yoga 3 და მათი ძლიერი მხარეები.

როგორც მარკეტერები პროგნოზირებენ, წელსაც მოსალოდნელია ამ ორი წამყვანი კომპანიის სარეკლამო ომის გაგრძელება.

მოწონება/გაზიარება

ტეგები

Apple,Microsoft,Mac,PC,

კომენტარები