Ryanair VS Aer Lingus - ბრძოლა ტვიტერზე 16 იან. 2015

ტვიტერზე ორი ირლანდიური ავიაკომპანიის საკმაოდ სახალისო დაპირისპირება გუშინ დაიწყო. Ryanair-ის, ევროპის უდიდესი ავიაკომპანიის რეკლამის შემქმნელებს ერთი უხერხული შეცდომა მოუვიდათ. სურათზე უკანა ფონად გამოსახული თვითმფრინავი, რომლის დეტალებს ვერ შეამჩნევ "თუ პროვოკატორი არ ხარ" მეორე ირლანდიური კომპანიის Aer Lingus-ის აღმოჩნდა. RyanAir1-20150116085511354 მათაც არ დააყოვნეს და დატვიტეს. ჰაშთეგით #photobomb ტვიტი საკმაოდ გამომწვევი გამოვიდა - "Ryanair-მაც კი იცის, რომ ჩვენ საუკეთესოები ვართ ბიზნესში".  აშკარად გადაჭარბებული თვითშეფასებაა, თუმცა ალბათ იხუმრეს. ryanair3  არანაკლები პასუხი გასცა Ryanair-მაც - "Aer Lingus-იც კი ჩვენზე ლაპარაკობს და თან იცინის, უხარია, რომ გაუმართლათ და მორიგი ფრენის დაგვიანება აიცილეს თავიდან".  ryanair  დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა იკითხა, სძულდათ თუ არა კომპანიებს ერთმანეთი. Aer Lingus-მა უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციაა, თუმცა ასე არ ფიქრობდა მისი მოწინააღმდეგე. Raynair-ის პასუხი შემდეგი შინაარსისაა: ჩვენ თქვენთან კონკურენცია 90-იანებში შევწყვიტეთ. თქვენი კონკურენტები რომ გავხდეთ ამისთვის ფასები უნდა გავასამმაგოთ და 81 მილიონი მომხმარებელი დავკარგოთ. ბოლოს კი ჰეშთეგი #EuropeNo1. ეს მართლაც უხეში პასუხი იყო, თუმცა გარკვეულწილად, მართალიც. ჯერჯერობით საპასუხო ტვიტი არ გამოჩენილა. ryanair2      

მოწონება/გაზიარება

კომენტარები