Facebook და Instagram 30 წუთით გაითიშა - Twitter და ჰაკერების ამბავი 27 იან. 2015
საქართველოს დროით დილის 9:00 - 9:30 Facebook და Instagram გლობალურად გაითიშა, რამაც ძალიან უცნაური და სახალისო რეაქციები გამოიწვია. მათ შორის მსოფლიო ბრენდების მხრიდან. ამ რეაქციების, და ზოგადად, მსოფლიო კომუნიკაციის მთავარი ადგილი ამ ავადსახსენებელი ნახევარი საათის განმავლობაში Twitter იყო. Twitter-ზე დატვიტა ჰაკერების ჯგუფმა Lizard Squad-მა და საიტების გათიშვა საკუთარ თავზე აიღო. ჩამოთვლილი საიტები მართლაც ერთდროულად გაითიშა, რაც მათ ტვიტს საკმაოდ დამაჯერებელს ხდის. შეგახსენებთ, რომ Lizard Squad-მა პასუხისმგებლობა აიღო ასევე Sony-ზე ჰაკერულ თავდასხმაში, ასევე Xbox Live და PSN -ის სერვერების დაჰაკვაზე. ჯერჯერობით უცნობია, მართლაც მათი დამსახურებაა ამ ორი უდიდესი სოციალური ქსელის გათიშვა, თუ უბრალოდ მიიწერეს და მხოლოდ, ტექნიკური პრობლემა იყო. Facebook-ს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
თუმცა, ამ მოვლენას საკმაოდ მხიარული მხარეც აქვს. იმ ავადსახსენებელ 30 წუთში მსოფლიო საზოგადოებამ სოციალური მედიის გარეშე ვერ გაძლო და Twitter-ს საოცარი აქტიურობით შეუტია. რა თქმა უნდა, ყველაზე პოპულარული ჰაშთეგი იყო #Facebookdown . მსოფლიო ბრენდები, ცნობილი ადამიანები და უბრალოდ, მხიარული ხალხი ერთიმეორეზე სახალისო ტვიტებს ტვიტავდნენ. გთავაზობთ ყველაზე გამორჩეულ რამდენიმე ტვიტს.
კიდევ რამდენიმე სახალისო ტვიტი: 1. რამდენი ქენდი ქრაშის მოწვევა დაიკარგება ამ დროის განმავლობაში ისე როგორც ცრემლები იკარგებიან წვიმაში. 2. წყაროები იუწყებიან, რომ გარდაიცვალა კიბოთი დაავადებული პაციენტი, რადგან Facebook-ის გათიშვის გამო ლაიქების შეგროვება ვერ მოხერხდა. 3. გავრცელდა გლობალური ფენომენი სახელწოდებით "ერთმანეთთან ლაპარაკი". საშინელებაა.
კიდევ ერთი ძალიან სასაცილო ტვიტი: "70 ადამიანი დააპატიმრეს, რადგან ქუჩაში ხალხს უჯიკებდნენ და აიძულებდნენ საკუთარი სურათების დათვალიერებას სანამ ფეისბუქი გათიშული იყო."
და ბოლოს, ნახევარსაათიანი ტერორის შემდეგ, ის დაბრუნდა!
პოპულარულები
მსგავსები
- არის თუ არა Facebook დისკრიმინატორი?
- Facebook შეგატყობინებთ, თუ თქვენი კუმირი ლაივშია
- Facebook რეკლამის ფუნქციებს აუმჯობესებს
- Forever 21-ის ძაფის ეკრანი
- Facebook, Nike, Apple-ის ლუდები
- სოციალური ეფექტი სოციალურ მედიაში
- Facebook-ზე რეკლამის ახალი შესაძლებლობები
- ფეისბუქის რეკლამა უკვე საქართველოს ქალაქების მიხედვით
- როგორ გამოვიყენოთ ჰეშტეგი?
- ცვლილებები Facebook-ის Newsfeed-ში