პროდუქტის განთავსება 05 დეკ. 2014

პროდუქტის განთავსება (product placement) არის არატრადიციული რეკლამირების ტექნიკა, როცა კომპანია თავის პროდუქციას, ბრენდს უკეთებს სტიმულირებას მისი ფილმში, ტელევიზიაში ან სხვა მედია საშუალებაში გამოჩენით. ამ დროს ჩვეულებრივ დგება შეთანხმება კომპანიასა და მედია საშუალებას შორის, რომ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ პროდუქტი გამოჩნდება/გამოყენდება ფილმსა თუ შოუში. ალბათ ყველა თქვენგანს აქვს ნანახი ჯეიმს ბონდის ერთი ფილმი მაინც. ის პროდუქტის განთავსების თვალსაჩინო და კლასიკური მაგალითია. ჯეიმს ბონდი მაყურებლის თვალში პოზიციონირდება, როგორც ნამდვილი, ძლიერი მამაკაცის ეტალონი. შესაბამისად ჩნდება მიბაძვის სურვილი. როგორ შეიძლება დაემსგავსონ მას? ერთ-ერთი საშუალება ამისთვის ავტომობილია. კომპანიები წლებია ფილმის შემქმნელებს მილიონებს უხდიან, რათა მათი ბრენდის მანქანა გამოჩნდეს ფილმში. ბონდის "გარაჟს" ეკუთვნოდა შემდეგი მოდელის ავტომანქანები: BMW, Aston Martin, Audi, Bentley, Rolls-Royce. პროდუქტის განთავსების მხრივ გამორჩეულად დახუნძლული იყო "Skyfall". ახლა კი მინდა გაჩვენოთ პროდუქტის განთავსების ერთი მაგალითი, რომელიც ბევრს გაქვთ ალბათ ნანახი, მაგრამ ყურადღება არ მიგიქცევიათ:

დიახ, ეს შაურმაა! The Avengers-ის გმირებს რკინის კაცი სთავაზობს გასინჯონ შაურმა, რომელიც არც თუ ისე ცნობილია ამერიკელებისთვის. არ ვიცი ამ ფლეისმენთმა რამდენად გაზარდა ჩვენთვის ცნობილი გლდანის შაურმის გაყიდვებიც, მაგრამ ფაქტი ერთია- კარგად დაგეგმილი პროდუქტის განთავსება დიდი წარმატების მომტანია ბრენდისთვის. როგორ ფიქრობთ, კარგად იყენებენ ქართველი მარკეტერები product placement-ს? თქვენი აზრი გაგვიზიარეთ კომენტარებში. შეგიძლიათ გაეცნოთ ACT-ის კვლევას ქართულ ფილმებში პროდუქციის განთავსებაზე

მოწონება/გაზიარება

კომენტარები