ავტოინდუსტრია სუპერთასზე 03 თებ. 2015

სუპერთასზე გამოჩენა მსოფლიო ბრენდებისთვის პრესტიჟის საკითხად იქცა. მითუმეტეს, თუ შენი კონკურენტებიც იქ იქნებიან შენი რეკლამა მათსას მინიმუმ არ უნდა ჩამოუვარდებოდეს. ერთ-ერთი ინდუსტრია, რომელიც ყველაზე აქტიურია სუპერთასზე, საავტომობილო ინდუსტრიაა. მათ აქვთ უდიდესი ფინანსური რესურსები და კონკურენციაც მწვავეა, ისინი რეკლამაზე ფინანსებს არ ზოგავენ და ვიღებთ ძალიან კარგ ნამუშევრებს. გთავაზობთ წლევანდელი სუპერთასის საავტომობილო ბრენდების რეკლამებს.

KIA

პირს ბროსნანი და რეკლამის იუმორისტული მხარე, უდავოდ ერთ-ერთ საუკეთესოდ აქცევს მას წლევანდელ სუპერთასზე. 

Dodge

ასი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ეს რეკლამა, ბრენდის სიძველეს და ტრადიციებს უსვამს ხაზს. ასი წლის მოხუცები, თუმცა აქ მოხუცი მხოლოდ ასაკიდან გამომდინარე, ენერგიით და დადებითი განწყობით სავსე ადამიანები, უდიდესი გამოცდილებით - ესაა Dodge, ამერიკის ისტორიის ნაწილი, "ამერიკული კუნთები", როგორც იტყვიან ხოლმე. ნამდვილად ემოციური და დადებითი რეკლამაა.

Jeep

კარგი რეკლამა! ასე შეიძლება შევაფასოთ Jeep-ის ეს რეკლამა. ამერიკული პატრიოტული სიმღერა და გლობალური სცენები, ამერიკული სული, რომელიც ამ მანქანას აქვს, თუმცა ის ერთ ქვეყანას არ სჯერდება და მსოფლიოს იპყრობს.

Nissan

მუსიკით ეს რეკლამაც გამორჩეულია. ემოციური რეკლამა, რომელიც მამა-შვილის ურთიერთობის ემოციურ მხარეს გვიჩვენებს ნამდვილად კარგი გამოვიდა.

Mercedes

იგავ-არაკი კურდღლისა და კუს შესახებ დედააზრით: თუ მერსედესი გყავს არ აქვს მნიშვნელობა კუ ხარ თუ კურდღელი, ყველას გაასწრებ. გამორჩეული რეკლამაა

Toyota Camry

ეს რეკლამაც მამა-შვილის ურთიერთობაზე მოგვითხრობს და ემოციებზეა გათვლილი. ვერ ვიტყვით, რომ რაღაც საოცრებაა, ბრენდთან კავშირიც ნაკლებად აქვს, თუმცა როგორც ჩანს, სწორედ ემოციებზე გათვალეს და მათთან ბრენდის ასოცირებით ჩაიფიქრეს ბრენდისადმი დადებითი განწყობის შექმნა. 

Lexus

Toyota-ს წელს ეტყობა კრეატივის პრობლემები აქვს. მისი მეორე ბრენდის რეკლამაც არ გამოვიდა მთლად საოცარი, მეტიც, ვერავინ გაიგო, რისი თქმა უნდოდათ რეკლამის შემქმნელებს. 

BMW

რეკლამა წარმოგვიდგენს რევოლუციურ BMW i3-ს. რეკლამაში ნაჩვენებია 1994 წელს ერთ-ერთ პოპულარულ ამერიკულ შოუში მომხდარი დიალოგი , სადაც წამყვანები დღეისთვის უკვე წარმოუდგენელ კითხვებს სვამდნენ: რა არის @ ? და საერთოდ რა არის ეს ინტერნეტი? დღეს იგივე წამყვანები ზიან i3-ში და მსჯელობენ, თუ როგორ შეიძლება ააწყო მანქანა ქარის ენერგიაზე მომუშავე ქარხანაში, ან საერთოდ რა არის ეს i3? კარგი რეკლამა გამოვიდა.

მოწონება/გაზიარება

კომენტარები